მთავარ შინაარსზე გადასვლა

23:14 · მაღაზია დაკეტილია

სანამ გძინავთ, აგენტი პასუხობს, ყიდის, შეკვეთას იწერს და ლიდებს ნიშნავს.

პასუხობს თქვენი კატალოგიდან Messenger-ში, Instagram-ში, WhatsApp-სა და Telegram-ში. ფულზე ან უცნობ კითხვაზე ჩერდება და Telegram-ზე გწერთ.

3 დღე ან 500 პასუხი უფასოდ. ბარათი არ სჭირდება.

  • პასუხობს მხოლოდ თქვენი კატალოგიდან და წესებიდან
  • ქართულად, ასევე მომხმარებლის ენაზე: რუსულად ან ინგლისურად
  • თითო ბიზნესის მონაცემები ცალკეა. სხვა ვერ ხედავს
  • მომხმარებლის მონაცემებს მოთხოვნისთანავე შლით

23:00 → 07:00 · ერთი ღამე

აგენტი, რომელმაც იცის, როდის უნდა გაჩერდეს

ბოტი, რომელიც ყველაფერზე პასუხობს, ადრე თუ გვიან რაღაცას მოიგონებს. ეს არა. ასე გადის ღამე, როცა აგენტი მორიგეობს.

  1. 23:00მაღაზია დაიკეტა. აგენტი არა.
  2. 23:14„Runner 2.0, 42 ზომა?“ პასუხი კატალოგიდან: 189 ₾, მარაგშია.
  3. 23:16გელოდებათ„ხვალ გადავრიცხო?“ გადახდის პირობას თქვენ წყვეტთ. აგენტი ჩერდება და Telegram-ზე გწერთ, კითხვასა და საუბართან ერთად.
  4. 01:40Instagram: „ბათუმში მიწოდება?“ პასუხი თქვენი მიწოდების პირობებიდან.
  5. 03:05შეკვეთა ჩაიწერა: პროდუქტი, მისამართი, ტელეფონი, მომხმარებლის სიტყვებიდან. დადასტურება თქვენზეა.
  6. 07:02თქვენ, Telegram-იდან: „კი, შეგიძლიათ.“ პასუხი მომხმარებელს მაშინვე მიდის.

ოთხი არხი. ერთი აგენტი.

ყველა შეტყობინება ერთ აგენტთან მიდის. უკან ბრუნდება პასუხი, შეკვეთა, მონიშნული ლიდი და კითხვა, რომელსაც მხოლოდ თქვენ გასცემთ პასუხს.

შემოდის

  • Messenger
  • Instagram
  • WhatsApp
  • Telegram
თქვენი აგენტიკატალოგი · წესები · ისტორია

გამოდის

  • პასუხითქვენი კატალოგიდან
  • შეკვეთაჩაწერილი, თქვენს დასადასტურებლად
  • ლიდიმონიშნული განზრახვით
  • თქვენ, Telegram-შიფულზე და უცნობ კითხვაზე
  1. მომხმარებელი 23:14-ზე წერს.

  2. აგენტი პასუხობს თქვენი კატალოგიდან, იწერს შეკვეთას და ნიშნავს ლიდს.

  3. რასაც მხოლოდ თქვენ წყვეტთ, იმას თქვენ გიტოვებთ.

  4. დილით ყველაფერი ერთ დაფაზე გელოდებათ.

ერთი შეტყობინება, თავიდან ბოლომდე

აგენტის ყოველი ნაბიჯი თქვენს დაფაზე ჩანს.

  1. ფოტო მოვიდა

    მომხმარებელი ფეხსაცმლის სურათს აგზავნის. აგენტი ფოტოზე პროდუქტს ცნობს.

    ფოტო ამოიცნო: Runner 2.0Growth გეგმიდან

  2. კატალოგში ეძებს

    ფასს და მარაგს თქვენი კატალოგიდან იღებს, არა მეხსიერებიდან.

    მარაგი: 42 ზომა, 3 ცალი

  3. პასუხობს

    მომხმარებლის ენაზე: ფასი, ზომა, მიწოდების ვადა.

    პასუხი გაიგზავნა

  4. შეკვეთას იწერს

    პროდუქტი, მისამართი, ტელეფონი, მომხმარებლის სიტყვებიდან.

    შეკვეთა ჩაიწერა

  5. ლიდს ნიშნავს

    საუბრიდან ხედავს, ვინ ათვალიერებს და ვინ ყიდულობს. თქვენ მიერ მონიშნულს არ ცვლის.

    ყიდვის მზადყოფნა

  6. გატყობინებთ

    ახალი შეკვეთა Telegram-ზე მოგდით. დადასტურება თქვენი გადაწყვეტილებაა.

    მფლობელს ეცნობა

მარიამ ჯ.Instagram
ეს 42 ზომაში გაქვთ?
კი, Runner 2.0 42 ზომაში მარაგშია, 189 ₾. თბილისში მიწოდება 1 დღეა.
ავიღებ. ვაკე, ჭავჭავაძის 12.
ჩავწერე! მაღაზია დაგიკავშირდებათ დასადასტურებლად.
ყიდვის მზადყოფნა
შეკვეთა
პროდუქტი
Runner 2.0 · 42
მისამართი
ვაკე, ჭავჭავაძის 12
ტელეფონი
599 •• •• 56
ახალი შეკვეთაRunner 2.0 · 42 · 189 ₾დადასტურება

რას ხედავთ დაფაზე

დაფის ოთხი საქმე, მოკლედ.

  1. 01დილით, პირველ რიგშირა გელოდებათ: დასადასტურებელი შეკვეთა და კითხვები, სადაც აგენტი გაჩერდა.
  2. 02საუბარი, სადაც აგენტი გაჩერდამიზეზი, მომხმარებლის კითხვა და თქვენთვის გაგზავნილი შეტყობინება ერთ ადგილას. ჩაერევით ერთი ღილაკით.
  3. 03შეკვეთებიყველაფერი, რაც აგენტმა ჩაწერა, სტატუსის მიხედვით: ახალი, დადასტურებული, შესრულებული.
  4. 04ანალიტიკაGrowth გეგმიდანსაუბრები, შეკვეთები და რამდენად ხშირად ჩერდება აგენტი, თვიდან თვემდე.

დილით ყველაფერი ერთ დაფაზეა

ყოველი საუბარი, შეკვეთა და კითხვა, რომელიც თქვენ გელოდებათ.

ღამის შეკვეთები

აგენტმა ჩაწერა, თქვენ ადასტურებთ.

  • Runner 2.0 · 42მარიამ ჯ. · AI-მ შექმნა189 ₾ახალი
  • Carry Miniანა გ. · AI-მ შექმნა240 ₾ახალი
  • Trail Shell · Mგიორგი მ. · AI-მ შექმნა320 ₾დადასტურებული
  • Field 38ნინო კ. · AI-მ შექმნა450 ₾დადასტურებული
ღამით სულ1 199 ₾4 შეკვეთა

სადემონსტრაციო მონაცემები.

ლიდები თავისით ინიშნება

აგენტი საუბრიდან ხედავს, ვინ რა ეტაპზეა. თქვენი ნიშანი ყოველთვის მისაზე მაღლა დგას.

პასუხობთ Telegram-იდან

თქვენი პასუხი მომხმარებელს იმავე საუბარში მიდის.

ესმის ხმოვანი და ფოტო

ხმოვან შეტყობინებას გაიგებს, ფოტოზე პროდუქტს იცნობს. Growth გეგმიდან.

მომხმარებლის ენაზე

ქართულად, რუსულად ან ინგლისურად, როგორც მოგწერეს.

აგენტი თქვენივე კატალოგიდან ყიდის

პროდუქტი, ფასი, მარაგი, ფოტო. მომხმარებელს მხოლოდ იმას ეუბნება, რასაც ატვირთავთ. ფოტოს თვითონ აგზავნის.

შეკვეთაAM-2842
პროდუქტი
Runner 2.0 · 42
რაოდენობა
1
ქალაქი
თბილისი
მისამართი
ვაკე, ჭავჭავაძის 12
ტელეფონი
599 •• •• 56
გადახდა
კურიერთან, ნაღდით
სულ189 ₾
გელოდებათ დადასტურება

ყოველი ველი მომხმარებლის სიტყვებიდანაა. შეკვეთას თქვენ ადასტურებთ.

  • Runner 2.0

    სირბილის ფეხსაცმელი

    189 ₾

  • Carry Mini

    ტყავის ჩანთა

    240 ₾

  • Trail Shell

    ქარსაფარი ქურთუკი

    320 ₾

  • Field 38

    ხელის საათი

    450 ₾

დემონსტრაციული კატალოგი. თქვენს პროდუქტებს თქვენ ატვირთავთ: ცალ-ცალკე ან ცხრილით.

ახალი · რეკლამა

რეკლამა, რომელიც შეკვეთად იქცევა

AI თქვენი კატალოგიდან ადგენს Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამის გეგმას. რეკლამიდან მოსულ კლიენტს აგენტი ხვდება, თქვენ კი ხედავთ, რომელმა რეკლამამ მოიტანა შეკვეთა.

AI წერს გეგმას და ტექსტებს

მიზანი, არხი, აუდიტორია, ბიუჯეტი და ქართული ტექსტები თქვენი პროდუქტიდან და ფასიდან. ფასს, მარაგს და ფასდაკლებას სისტემა კატალოგთან ამოწმებს.

რეკლამიდან პირდაპირ საუბარში

კლიენტი რეკლამაზე აჭერს და გწერთ. აგენტმა იცის, რომელი რეკლამიდან მოვიდა, და იმ პროდუქტით იწყებს. ფასს და მარაგს მაინც კატალოგიდან იღებს.

ჩანს, რომელმა რეკლამამ მოიტანა შეკვეთა

ყოველ რეკლამაზე ჩანს საუბრები, სერიოზული საუბრები, შეკვეთები და შემოსავალი. ზოგი რეკლამა მეტ მესიჯს მოიტანს, ზოგი კი მეტ შეკვეთას.

მალეMeta-ს ანგარიშის დაკავშირების შემდეგ: ხარჯი, ფასი ერთ შეკვეთაზე და ROAS.

რეკლამის თანხას Meta თქვენი სარეკლამო ანგარიშიდან ჩამოჭრის. შენი აგენტი თქვენს ფულს არ ეხება.

ჰკითხეთ თავად

სადემონსტრაციო მაღაზიის ნამდვილი აგენტი. ჰკითხეთ ხმით: ფასზე, მარაგზე ან მიწოდებაზე.

დემო იტვირთება…

სამი ნაბიჯი

  1. დააკავშირეთ არხი

    Facebook გვერდი, Instagram, WhatsApp ან Telegram. რამდენი არხი, გეგმაზეა დამოკიდებული.

  2. დაამატეთ კატალოგი და წესები

    პროდუქტები ფასით და ფოტოთი, მიწოდებისა და დაბრუნების პირობები. აგენტი მხოლოდ ამით პასუხობს.

  3. აგენტი მუშაობს

    საუბრები და შეკვეთები ერთ დაფაზეა. როცა გინდათ, თავად ჩაერევით.

პროგრამისტი არ გჭირდებათ.

აირჩიეთ გეგმა

სამი გეგმა. თითოეულში ზუსტად წერია, რამდენი პასუხი, არხი და აგენტი შედის.

დაზოგეთ 20%
  • Starter

    ერთი მაღაზია, ერთი-ორი არხი. დასაწყისისთვის.

    49 ₾თვეში

    3 დღე ან 500 პასუხი უფასოდ. ბარათი არ სჭირდება.

    AI პასუხი თვეში
    1000
    არხი
    2
    აგენტი
    1
    • პროდუქტი კატალოგში500
    • გუნდის წევრი2
    • 3 თვის ისტორია
    • დამატებითი პასუხი0,040 ₾

    შედის

    • საუბრების დაფა
    • საუბარში ჩარევა ერთი ღილაკით
    • შეკვეთების შეგროვება
    • შეტყობინება და პასუხი Telegram-იდან
    • ცოდნის ბაზა და პროდუქტების ფოტოები
  • Growth

    რეკომენდებული

    როცა ყველა არხიდან გწერენ და გუნდი გყავთ.

    149 ₾თვეში

    3 დღე ან 500 პასუხი უფასოდ. ბარათი არ სჭირდება.

    AI პასუხი თვეში
    5000
    არხი
    5
    აგენტი
    3
    • პროდუქტი კატალოგში2500
    • გუნდის წევრი5
    • 12 თვის ისტორია
    • დამატებითი პასუხი0,032 ₾

    Starter-ის ყველაფერი, და:

    • ხმოვანი შეტყობინებებისა და ფოტოების ამოცნობა
    • გაჩუმებული მომხმარებლის შეხსენება
    • გაფართოებული ანალიტიკა
  • Custom

    დიდი მოცულობისთვის. ფასი თქვენს მოცულობაზე შეთანხმდება.

    შეთანხმებით

    მოგვწერეთ და მოცულობას ერთად დავთვლით.

    AI პასუხი თვეში
    20 000
    არხი
    15
    აგენტი
    10
    • პროდუქტი კატალოგში20 000
    • გუნდის წევრი20
    • 24 თვის ისტორია

    Growth-ის ყველაფერი, და:

    • პრიორიტეტული მხარდაჭერა
    • პირადი ონბორდინგი
გეგმების სრული შედარება

რეკლამა

რეკლამის გეგმები

რეკლამა ცალკე პროდუქტია: შეგიძლიათ აიღოთ მხოლოდ რეკლამა ან ჩატბოტთან ერთად.

  • რეკლამა

    AI კამპანიები Facebook-სა და Instagram-ზე.

    ფასი მალე

    • 0 AI კამპანიის გეგმა თვეში
    • ქართული ტექსტები, ფასისა და წესების შემოწმებით
    • ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია Ads Manager-ისთვის
    • საერთო კატალოგი
  • ჩატბოტი + რეკლამა

    აგენტი პასუხობს, რეკლამა მოაქვს — და ჩანს, რომელმა მოიტანა შეკვეთა.

    ფასი მალე

    • Growth გეგმის ჩატბოტი სრულად
    • 0 AI კამპანიის გეგმა თვეში
    • ქართული ტექსტები, ფასისა და წესების შემოწმებით
    • აგენტმა იცის, რომელი რეკლამიდან მოვიდა კლიენტი
    • შეკვეთები და შემოსავალი ყოველ რეკლამაზე

რეკლამის თანხას Meta თქვენი სარეკლამო ანგარიშიდან ცალკე ჩამოჭრის.

ფასები დღგ-ს გარეშე. გეგმის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ნაყიდი კრედიტები რჩება.

ის, რასაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან

ყველა კითხვა
რა გარანტიაა, რომ აგენტი არაფერს მოიგონებს?

აგენტი მხოლოდ თქვენს მასალაზე დაყრდნობით პასუხობს: პროდუქტები, მიწოდების პირობები, ატვირთული დოკუმენტები. თუ პასუხი იქ არ არის, ის ჩერდება და თქვენ გეკითხებათ, ვიდრე მიახლოებით პასუხს დაწერდეს.

რა ხდება, როცა აგენტი დარწმუნებული არ არის?

ჩერდება და გიგზავნით შეტყობინებას Telegram-ზე ან WhatsApp-ზე მომხმარებლის კითხვასა და ბოლო რამდენიმე შეტყობინებასთან ერთად. თქვენი პასუხი მომხმარებელს პირდაპირ მიდის. სურვილისამებრ, იგივე პასუხი ბიბლიოთეკაშიც შეიძლება დაემატოს, მაგრამ მხოლოდ თქვენი დადასტურებით.

ქართულად მუშაობს?

დიახ. აგენტი ქართულად პასუხობს, ხოლო თუ მომხმარებელი რუსულად ან ინგლისურად წერს, მაშინ მის ენაზე. დაფაც ქართულადაა.

ვინ ხედავს ჩემი მომხმარებლების მიმოწერას?

მხოლოდ თქვენ და ის ადამიანები, ვისაც თქვენ დაფაზე წვდომას მისცემთ. თითოეულ როლს ზუსტად აქვს გაწერილი, რის ნახვა და შეცვლა შეუძლია.

რა ხდება, თუ თვის ლიმიტს გადავაჭარბებ?

სერვისი არ ჩერდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ წინასწარ შეძენილი კრედიტები ერთვება და ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ. კრედიტების გარეშე კი აგენტი პასუხს წყვეტს, მაგრამ შეტყობინებები ინახება და თქვენ თავად შეგიძლიათ უპასუხოთ.

ამაღამ სცადეთ თქვენსავე პროდუქტებზე

3 დღე ან 500 პასუხი უფასოდ, ბარათის გარეშე.